გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

29-03-2022

სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს.


დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემის წინაშე, რაც სწავლის საფასურის გადახდას უკავშირდებოდა.


„სტუდენტების მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და ამ მიმართულებით, ბიუჯეტის კორექტირების დროს 800 000 ლარი გამოიყოფა . ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.