გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

17-05-2018

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესტან დაკავშირებით კონსტიტუციის 42 მუხლი განცხადებას ავრცელებს.

"ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHO) 17 მაისს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება და სიმბოლურად უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას. ამ დღეს მშვიდობიანი შეკრების იდეა იმის ხაზგასმას ემსახურება, რომ ლგბტ თემი არ უნდა ხდებოდეს უთანასწორო, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი არცერთ საზოგადოებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დღემდე ლგბტ თემის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად არიან როგორც სასტიკი და ძალადობრივი, სიძულივილით მოტივირებული დანაშაულის, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად და მკაფიო მესიჯებით გამოხატონ მათ მიმართ მხარდაჭერა და დაგმონ ყველა სახის ძალადობრივი და დისკრიმინაციული მოპყრობა. ხოლო, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ერთის მხრივ, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში, დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი. კანონის სრულად აღსრულება არის მსგავსი დანაშაულების განმეორების პრევენცია.

მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა განცხადებით, 17 მაისს კანცელარიასთან ორგანიზებული შეკრება არ გაიმართება, შესაძლებელია მაინც ჰქონდეს ადგილი სპონტანურ შეკრებებს, რომელთა უსაფრთხოების დაცვა სამართალდამცავთა ვალდებულებაა. შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, იმ შემთხვევაშიც კი თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შეკრება თანადროულად ხდება.

აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ზომა მიიღოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ადამიანების დასაცავად, ისე როგორც ეს აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში,"- წერია განცხადებაში.

„ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაგეგმილი აქციები გააუქმა. ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქციაც გაუქმდა.

ამავე დღეს პატრიარქის ინიციატივით დაარსებული, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

imedinews.ge