29-03-2022
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა.
ბანკები Global Finance-ის რედაქტორების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ბანკები 150-ზე მეტი ქვეყნიდან შეისწავლა.
“Best Bank Awards 2022”-ის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენდა აკმაყოფილებდნენ მომხმარებლების საჭიროებებს, აჩვენეს ძლიერი შედეგები და შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება, ინოვაციური პროდუქტები,აქტივების ზრდა, მომგებიანობა და სხვ.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფინანსური სამყარო და მისი კორპორატიული ლიდერები საბანკო ურთიერთობების არჩევისას ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. პანდემიით გამოწვეულისირთულეების შემდეგ ეს ცვლილებები გლობალურ კომერციულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ჩვენი ჯილდოები კი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიმღებებს საუკეთესო ფინანსური პარტნიორებიაირჩიონ”, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
„საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ის პასუხისმგებლობა,რომელსაცჩვენი მომხმარებლების, ბიზნესის წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები, გამოწვევები. რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო ბანკს. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებითბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას,იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ მეტი ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს და მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.