გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა

30-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მარცვლეული კულტურებისწარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებულისაჭიროებები და  გამოწვევები განიხილეს.


„უკვე წლებია, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტი. ბოლო თვის განმავლობაშირეგიონში განვითარებულმა მძიმე ვითარებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, თურამდენად მნიშვნელოვანია, მოხდეს პირველადი მოხმარების პროდუქციის, განსაკუთრებით კი, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მაქსიმალურად მოკლე დროშიზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განვსაზღვროთ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ის ღონისძიებები, რაც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. პირველ ეტაპზე, მოხდება კრიტიკული საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა, რათა შედეგს სწრაფად მივაღწიოთ. სამინისტრო აქტიურად იმუშავებს ისეთი კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე, რომლებიცმისაღები და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს რესურსი, ხორბლის თვითუზრუნველყოფა 50%-მდე გაზარდოს. შესაბამისად, სახელმწიფო მზად არის, შეიმუშავოს ისეთი მასტიმულირებელი პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხორბლის წარმოების და მოსავლიანობის ზრდას.


მარცვლეული კულტურების მწარმოებელმა ფერმერებმა, მინისტრს დეტალურად გააცნეს  ხორბლის წარმოების კუთხით ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობა და ის ძირითადი საჭიროებები, რაც წარმოების გაზრდისთვის აუცილებელია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ხორბლის წარმოების ზრდისთვის მნიშვნელოვანია მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის ორგანიზებული მიწოდება, საბრუნავი საშუალებებისთვის (სათესლე მასალა, სასუქი, პესტიციდები) ფინანსურ რესურსზე და შესაბამის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მიწის პრივატიზებისა და იჯარის საკითხები, თესვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აგროდაზღვევის გაუმჯობესება, სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა და ქარსაფარი ზოლების მოწყობა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამინისტროს შესაბამისი უწყებებიშეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებსა და ხელშემწყობ მექანიზმებს, რომელთა განხილვაც   მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე,მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან ერთად მოხდება.


მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.