გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მედეა ჯანიაშვილმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივა განიხილეს

30-03-2022

 ისრაელში, თელ-ავივში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის   "IMTM 2022" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.  მედეა ჯანიაშვილმა და კობი ბრადამ საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებს,  რომელსაც საქართველო სთავაზობს ისრაელის ბაზარს და ქვეყნის აქტიური პოზიციონირების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.


“საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სადაც ძირითადად გავაცანით ის ტურისტული პროდუქები,  რომელსაც  ვთავაზობთ ისრაელის ბაზარს.  მოგეხსენებათ, ისრაელი წამყვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსათვის და შესაბამისად განვიხილეთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან” - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


“შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ როგორ გავაუმჯობესოთ ვიზიტორთა რეკორდული  რაოდენობა, რომელიც 2019 წელს იყო. საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულებაა ისრაელში, რომელიც ისრაელელებს ძალიან იზიდავთ, უყვართ საქართველო. ისრაელის მოქალაქეებს მოსწონთ ტურისტული თავგადასავლები, ქართული კერძები და სტუმართმოყვარეობა“.-განაცხადა  კობი ბრადამ.


ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების მანძილზე ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.