პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ექსპორტის განვითარების ასოციაცია თიბისი ბიზნესთან ერთად ფორუმს მართავს

30-03-2022

რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით. ექსპორტის განვითარების ასოციაცია და თიბისი ბიზნესი ერთობლივ ფორუმს მართავენ, სადაც ექსპორტთან დაკავშირებულ ამჟამინდელ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

 

ფორუმს კვების მრეწველობის სექტორიდან 50-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმი ორ დღიანია, დახურულ შეხვედრაზე ექსპორტთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს და მათ გადაჭრის გზებს განიხილავენ. ექსპორტიორი კომპანიებისგან მოისმენენ კონკრეტულ პრობლემებს, გეგმებს და მოსაზრებებს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

 

ფორუმის მიზანია, კერძო სექტორს, სახელმწიფოს და საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს  კრიზისის შემსუბუქების გზები.

 

შეხვედრა 29 მარტს, 12 საათზე, თიბისი ბიზნესის ტრენინგ ცენტრში ჩატარდა.