30-03-2022
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქალაქ კასპში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ამჟამად ჯავახიშვილის და ცხვედაძის ქუჩებზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს ახორციელებს.
ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 424 000 ლარი იხარჯება, რომლის სიგრძე 784 გრძივი მეტრია.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის საჭიროება არსებობდა, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ გადაადგილებას.