გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

30-03-2022

3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს  აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩოხატაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - ზოტსა და ცეცხლაურში, მოქალაქეებს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი. ქობულეთში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, აკაციის სახეობის 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.


3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი სამეგრელოშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლისეზოში, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.


საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელის (მურყანი) სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული მორი იყო განთავსებული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბაში, მოქალაქის კუთვნილ ფარდულში გამოვლენილი ცირკული ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც.  1 უკანონო სახერხი დანადგარი კი, ქალაქ სენაკში გამოავლინეს.


2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულაში, მოქალაქეს, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის 5 ერთეული  მრგვალი ხე-ტყეც (მორი) ჰქონდა განთავსებული. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში კი, გამოვლენილია ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი. საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 4 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წაბლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის, ჯამში 2,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1 უკანონო, მუშა მდგომარეობაში მყოფილენტური ტიპის  სახერხი საამქრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯების მიმდებარედ, ტყის ფონდში გამოავლინეს. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 2 ერთეული ცირკული ტიპის ხერხი.


ვინაიდან ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.