გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე

30-03-2022

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის" 358,500,000 ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.


აღნიშნული პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის" ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი, მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს.


ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში. განათლების სისტემის კუთხით, პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება.


პროექტის განხორციელების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ.