გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თორნიკე რიჟვაძემ ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამა" კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო

30-03-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.


საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა ბათუმი ავარიული სახლების გარეშე. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.


კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს სახელმწიფო პროგრამის მექანიზმი. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს.


შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.