30-03-2022
SOLO-მომხმარებლებისთვის საინტერესო სპიკერებთან შეხვედრების ფორმატი SOLO Talk-ის ფარგლებში კვლავაც გრძელდება. აპრილში უკვე დაგეგმილია სამი შეხვედრა ისეთ სპიკერებთან, როგორიცაალევან ბერძენიშვილი, ანდრო დგებუაძე და თინათინ რუხაძე.
7 აპრილს ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის პროფესორი,ლევან ბერძენიშვილიჭავჭავაძის SOLOLounge-შიისაუბრებს ლიტერატურის ფუნქციაზე დღეს და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: რა არის მხატვრული ლიტერატურა; რას ნიშნავს თანამედროვე ლიტერატურა; ემპათია, როგორც ლიტერატურის პროდუქტი და ლიტერატურა, როგორც ანტიდეპრესანტი. მეტი დეტალი შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3DrQoGO
14 აპრილს კი თემაზე-“მეთვრამეტე სპილო და მენეჯმენტი”ბიზნესკონსულტანტი,
ანდრო დგებუაძე ისაუბრებს. ის ინდური ზღაპარის „მეთვრამეტე სპილოს“ მაგალითზე განიხილავს წესის და თავისუფლების დაპირისპირების თემას, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც პიროვნულ მოტივაციასთან, ისე ხარისხის მართვასთან. მეტი დეტალის ნახვაანდრო დგებუაძის SOLO Talk-ის შესახებ შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3qPhxOF
ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელზე კი 28 აპრილს საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელითინათინ რუხაძე ისაუბრებს. თინათინი განიხილავსორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომებს, რომელიც ტრანსფორმაციის საჭიროების აუცილებელი ნიშანია. ეს საკითხებია:
მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს“: https://bit.ly/3wQFEAw
SOLO Talk–ზე დასწრების მსურველმა SOLO-მომხმარებლებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე − hobby@solo.ge ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.