გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია ცაგარეიშვილი: სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ

31-03-2022

სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, „იმედს“ არბევდნენ და ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლების წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„სააკაშვილს არაადამიანურად არავინ ეპყრობა. დაკავების შემდეგ დაახლოებით 600-მდე ადამიანმა მოინახულა ის. სად არის აქ არასათანადო მოპყრობა. მე მახსოვს ქართული ციხე, რომელიც გმინავდა უსამართლობისგან, მახსოვს დალეწილი, ნაწამები ხალხი, გაუპატიურებული ადამიანები, ძალიან ბევრი საზარელი ფაქტის მოტანა შემიძლია. სად იყო ქალბატონი ფოტიგა, როდესაც ხალხს თბილისში, ქუჩაში ხოცავდნენ, სად იყო, როდესაც „იმედში“ შემოვარდნენ. მაშინ პოლონეთის სეიმის წევრი იყო მგონი. თავი რომ დავანებოთ ყველა სხვა ევროპარლამენტარს, სად იყო ეს ქალბატონი?! იმ 9 წლის მანძილზე ერთი ვიზიტი მაინც განუხორციელებია მას რომელიმე საპატიმროში? კარანტინში 90 კაცი რომ ჰყავდათ შეტენილი 3 თვით და ხელის გულები რომ ჰქონდა ხალხს დახეთქილი ჭიებით, სად იყო ეს ფოტიგა?“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.