გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო

31-03-2022

საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა.


FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალამესა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა უმასპინძლა.


ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რომლებზეც თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.


ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებით მსგავსი მასშტაბის კომპანიების დაინტერესებას და მზად არის მათ ხელშესაწყობად.


FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესასწავლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია.