გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ინდივიდუალური შეხვედრა პაატა ამონაშვილთან SOLO მომხმარებლებს

31-03-2022

SOLO აგრძელებს მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას. SOLO მომხმარებლებს პროექტ One to One-ის ფარგლებში ამჯერად შესაძლებლობა ეძლევათ დაგეგმონ პირადი შეხვედრა ფსიქოლოგთან-პაატა ამონაშვილთან, რომელიც კონსულტაციის პროცესში ჰუმანურ-პედაგოგიურ მეთოდებსიყენებს.

 

შეხვედრისას, თავადშეძლებთ შეარჩიოთ სასურველი თემა და მიიღოთ რჩევები თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, მათ შორის:

  • შვილების აღზრდა
  • ურთიერთობები ოჯახში / სამსახურში / საზოგადოებაში
  • თვითრეალიზაცია, ცხოვრების მისიის ძებნა და ა.შ.

 

აპლიკაციების განხილვა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება.  (ადგილები შეზღუდულია) დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/36N37HH

 

პაატა ამონაშვილის შესახებ:

პაატა ამონაშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი და მრავალი ტრანსფორმაციული ტრენინგის შემქმნელია. მას ასობით ინდივიდუალური და ჯგუფურიკონსულტაცია აქვს ჩატარებული; ასევე, არის ბავშვთა განვითარების ინოვაციური პროგრამის  − „მზიანეთის“ − შემქმნელი.

 

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3Nu5TTb

 

ინფორმაციისთვის, პროექტ One to One-ის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მათთვის საინტერესო წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი რეკომენდაციები და განიხილონ მრავალფეროვანი საკითხები ისეთი მიმართულებებით,  როგორიცაა: ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და სხვა. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა როგორც online ისე offline ფორმატით.

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომიაშემდეგ ბმულზე:https://bit.ly/3BKwTXr