31-03-2022
ონელმა მირიან მაისურაძემ, ბუდაპეშტში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე გუნდური მე-3 ადგილი მოიპოვა და ბუდაპეშტიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.
ონის მერია მირიან მაისურაძეს გამარჯვებას ულოცავს და უდიდეს წარმატებას უსურვებს სპორტულ კარიერაში.