გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს

31-03-2022

კვლევის მეთოდების დამატების აუცილებლობა სურსათის ეტიკეტირების შესახებ ქვეყანაში არსებული მოთხოვნების გამკაცრებამ განაპირობა.


ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დროულად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.


სურსათის კვლევის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდების ნუსხას ემატება:

  • შაქრის განსაზღვრაპურ-ფუნთუშეულში და ერბოზელილ ნაწარმში;
  • შაქრის განსაზღვრა რძის შაქრიან პროდუქტებში;
  • შაქრის განსაზღვრა ფქვილოვან შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში;
  • შაქრის განსაზღვრა არაფქვილოვან შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში;
  • მარილის განსაზღვრა პურ-ფუნთუშეულში;
  • ხორცპროდუქტებში პურის შემცველობის განსაზღვრა.

აღნიშნული მეთოდები დამუშავებულია, ჩატარებულია შიდა ლაბორატორიული კვლევები და შესულია აკრედიტაციის ნუსხაში. უახლოეს პერიოდში კი, მოხდება აკრედიტაციის მოპოვება.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორი სოსტანდარტს ISO (ისო) 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები კი ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.


დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://sla.gov.ge/