გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია სოფელ რუხში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

31-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იმყოფებოდა. მინისტრმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, თხილის ბაღები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.


„საქართველოში თხილის წარმოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, გვქონდა გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, რომელიც ჯერ კიდევ დღის წესრიგის ნაწილია. სახელმწიფომ, ფერმერებთან ერთად, მეთხილეთა ასოციაციის ხელშეწყობით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა. წელსაც მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი თანხებია გამოყოფილი. ყველა ღონისძიებას გავატარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ აზიური ფაროსანასგან  მიყენებული ზიანი. სახელმწიფოს და ფერმერების კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო; ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავზარდეთ თხილის წარმოება და გავზარდეთ ექსპორტი, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის უდიდესი ნაწილი, თითქმის 80%, ევროკავშირზე მოდის. ჩვენი მიზანია, მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს ფერმერებს, მიიღონ უფრო ხარისხიანი მოსავალი და შესაძლებლობა ჰქონდეთ, კარგ ფასად მოახდინონ რეალიზაცია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეთხილე ფერმერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით და გაზრდილია თხილის წარმოება.


ფერმერებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს  „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა“. სახელმწიფომ,  თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, რომელიც 25 ათასამდე მეთხილე ფერმერს აერთიანებს და რომელთა საკუთრებაშიც 31  ათასამდე ჰექტარია,  2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, ხოლო ცოდნის ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო  100-ზე მეტი  აგრონომ-კონსულტანტის დაქირავება. 2019 წლიდან,  აქტიურად დაიწყო კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს  საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკურ და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების შექმნას. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის წარმატებული მაგალითია, რამაც ხელი შეუწყო მოსავლის დაზიანებისგან დაცვას, ხარისხის გაუმჯობესებას და ადგილობრივი ფერმერების შემოსავლების ზრდას.