გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

31-03-2022

ოთარ შამუგიამ, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ქ. ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.


,,საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო ეს ისტორიული დღე. 31 წლის წინ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამავდროულად, დღეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.


დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.