გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროკურატურამ ზუგდიდში, ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

31-03-2022

საქართველოს პროკურატურამ, ზუგდიდში, ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 30 მარტს, ქ. ზუგდიდში, ჯ.ქ. და ბ.თ. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ჯ.დ.-ს მკვლელობის მიზნით, მის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების - ხელყუმბარების დამონტაჟებას ცდილობდნენ.


სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.


ჯ.ქ.-ს და ბ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.