გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ხელაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: უკრაინის მხრიდან ეს არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია

31-03-2022

უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.


როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, მოძმე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიწვია საკუთარი ელჩი საქართველოდან, ჩვენ ამ ცალკე აღებულ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ავიღებთ ფართო პოლიტიკურ კონტექსტს, ბუნებრივია, ეს შეეხება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. ვფიქრობ, უკრაინის მხრიდან ეს არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია, ვინაიდან ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო და იმაზე მეტი, რაც საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას შეუძლია, რომელიც თვითონაც ოკუპაციის წინაშეა და არანაკლები უსაფრთხოების რისკები აქვს ვიდრე უკრაინას. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც მე ჩემს კოლეგებთან ერთად შევიტანე პარლამენტში, ეს არის დიპლომატიური მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში და ეს არის უანგარო ჰუმანიტარული დახმარება, რომლის მობილიზებაც ხდება როგორც მთავრობის, ისე მოსახლეობის მიერ, ეს არის სოლიდარობის გამოხატულება ყველგან.


ქართველი ხალხი საკუთარ უსაფრთხოებაზეც კი არ ზრუნავს, მეორე ადგილზე აყენებს და წინა პლანზე მოაქვს უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა. ამ პირობებში სრულიად გაუგებარია ის დიპლომატიური ჟესტები, რასაც უკრაინის ხელისუფლება მიმართავს საქართველოს მიმართ. თუ უკრაინის ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული და ხალხი არაფერ შუაშია, ეს ასე არ არის, საქართველო წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის სახით და ნებისმიერი არამეგობრული ჟესტი უკრაინის მხრიდან, აღიქმება, როგორც საქართველოსადმი მიმართული არამეგობრული ჟესტი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ უკრაინაში არის ომი, რომ მთავრობა არათანმიმდევრულია ბევრ რაღაცაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, მსგავსი ნაბიჯები სცილდება მეგობრული ურთიერთობების ფარგლებს“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.