17-05-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 19 მაისს, 12:00 საათიდან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, ჩიჩხატურის კოშკთან, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში, დაგეგმილია:
- კონცერტი,
- ტრადიციული დოღი,
- ქართული ჭიდაობა.
ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ მოღვაწეებს „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიენიჭებათ.
მრავალწლოვანი წარსულის მქონე, განახლებულ სახალხო დღესასწაულზე მოწვეულნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი სახეები, სხვა საპატიო სტუმრები.
P.S.
დილის 9:30 საათიდან, ქალაქ საგარეჯოს ცენტრში მობილიზებულნი იქნებიან სამარშრუტო ავტობუსები (ისინი უფასოდ გადაიყვანენ მსურველებს დანიშნულების ადგილამდე), რომლებიც 10:00 საათზე გავლენ დავით-გარეჯისკენ.
~