25-11-2017
საქართველოს საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე არამედ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩარევაზეც მიანიშნებს. ამის შესახებ გაზეთი „ქრონიკა+“ წერს.
როგორც გამოცემა წერს რუსეთის სპეცსამსახურებმა , რუსეთის პატრიარქ კირილის თანხმობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ადგილმონაცვლედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო (მუჯირი) შეარჩიეს და ამჟამად ინტენსიურად მუშაობენ ქართველი სამღვდელოების, კერძოდ , სინოდის იმ წევრებთან , რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებისა და საპატრიარქოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკლესიის მაღალ სასულილერო იერარქზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოსკოვში კარგად იცნობენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად მიიჩნევა, თან ახალგაზრდაა, რაც პატრიარქად ყოფნის ხანგრძლივობასა და მის ილია მეორესთან ერთგვარ იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს, ანუ ხალხს „ადვილად შეუყვარდება“.
„საპატრიარქოს ცალკეულ წრეებში მეუფის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებზეც საუბრობენ. ჩემს დასამუშავებლად მოსულ პერსონას კითხვა დავუსვი: - რამდენად უტყუარია ინფორმაცია მისი მხარდაჭერის შესახებ და ვინ არის გარანტი? პასუხად მივიღე:- ლევან ვასაძე“.- ამბობს „ქრონიკა+“-თან საპატრიარქოს იერარქი.
ასევე ცნობილია ფაქტი იმის შესახებ, რომ რაინდი ვასაძე მეუფე შიოს უახლოესი მეგობარია. სწორედ მათი ერთობლივი ბიზნეს-საგანმანათლებლო პროექტია სასწავლო დაწესებულებები , რომლებიც საზოგადოებაში „ვასაძის სკოლის“ სახელით არის ცნობილი.
„ვასაძესა და მეუფეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც არაერთი საერთო ბიზნესინტერესი აქვთ“- ამბობს საპატრიარქოს იერარქი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილი „ციანიდის საქმეში“ და მთელ ამ პროცესში, სწორედ რომ , ვასაძისგან მიღებულ დავალებებს ასრულებდა.
როგორც „ქრონიკა+“ წერს მეუფე შიოს ასაკის და რუსეთთან იდეოლოგიური კავშირების გამო. პატრიარქად მისი აღზევებით, საქართველოში რუსეთის გავლენა არათუ შესუსტდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება თავისი ნეგატიური შედეგებით.
წყარო: "გურიის მოამბე"