გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურჯაანში ნიადაგის, წყალმომარაგების, დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა

17-05-2018

აიპ-ის ლიკვიდაციის შედეგად, უსამსახუროდ 19 თანამშრომელი დარჩა.

შეჩერდა ლაბორატორიაც, რომელიც ქალაქში წყლის ანალიზზე იყო პასუხისმგებელი.


გათავისუფლებულები გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერი წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ ხელფასების გაზრდას პირდებოდათ და გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა.


მათივე თქმით, ხელფასები მიზერულია და რიგით თანამშრომლებს 120 დან 160 ლარამდე უხდიდნენ.


გურჯაანის მერიაში ლიკვიდაცია ორი იდენტური სამსახურის არსებობითა და თანხების დაზოგვის მიზეზით ახსნეს.


მერის მოადგილის, ნიკა გეთიაშვილის თქმით, ლაბორატორიას ლიცენზია არ ჰქონდა, თუმცა, მისი აღდგენის შესაძლებლობაზე მუშაობა გაგრძელდება.

"პია"