31-03-2022
რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გაკეთდა ბიბილოვის მხრიდან, ეს განცხადება კეთება ყოველთვის, როდესაც არის ე.წ. არჩევნები რეგიონში. ამ შემთხვევაშიც ბიბილოვს აქვს არჩევნები და მან ჩათვალა, რომ კამპანიისთვის, ისევე, როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიბილოვს ამ განცხადების გაკეთება დასჭირდა საკუთარი კამპანიის მიზნებისთვის და ამ განცხადებას მისი ვარაუდით მსვლელობა არ მიეცემა.
,,ჩვენ, თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ ამ განცხადებას, ამით იმ წისქვილს დავასხამთ წყალს, რომელიც ეკუთვნის ბიბილოვს. მე იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. ბიბილოვმა თავის კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატარა და ა.შ. მაგრამ არ მგონია, რომ შემდგომი მსვლელობა ამ ყველაფერს მიეცეს. არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას ვაღიარებთ, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ეგრეთწოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,დღის თემა’’.