გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს შეხვდა

1-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუსშეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას და ელჩს  საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.


„შვეიცარიულ მხარესთან მრავალწლიანი პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, თუმცა მჯერა, რომ ურთიერთობების გაღრმავების დამატებითი პოტენციალი არსებობს როგორც გარემოსდაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რეგიონში განვითარებულმა რთულმა მდგომარეობამ, ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ევროპულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით(DCFTA)აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. ამასთან, საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმების ფაზაშიაგარემოს დაცვის მიმართულებით - ტყის კოდექსი, ნარჩენების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, კლიმატის ცვლილებაზე ადაპტაცია და ა.შ., რაც კომპლექსურ ღონისძიებებს და დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. გამომდინარე აქედან, ჩვენი მიზნების მისაღწევად,  საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ევროპული ქვეყნების, მათ შორის, შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა  ოთარ შამუგიამ.


როგორც შეხვედრაზე  შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ აღნიშნა, მიმდინარე წელს, საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეა. ამ წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და შვეიცარიული მხარე მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით გარემოს დაცვის კუთხით მიმდინარე  რეფორმების გატარებაში.


„საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. უკვე წლებია,შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში არაერთ პროექტს წარმატებით ახორციელებს და ხელს უწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, პროფესიული განათლების გაუმჯობესებას. 2021 წელს, ემისიების შემცირების კუთხით გლობალური მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით,საქართველოსა და შვეიცარიას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით, შეგვიძლია განვახორციელოთ ახალი პროექტები. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების შერბილების და ნარჩენების მართვის კუთხით. გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, არის ფუნდამენტი, რაც დაეხმარება საქართველოს არაერთი მიმართულებით განვითარებაში“, - აღნიშნა ჰაიდი გრაუმ.


შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  ნინო თანდილაშვილი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დანიელ მეული.