გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ ტყვიავში 20 და 22 წლის ძმები დაჭრეს

18-05-2018

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან გორის საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი - გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
დაშავებული ძმებიდან ერთი 20 წლის, მეორე კი 22 წლისაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები უცნობია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი"