გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო პროდუქციის მარაგების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიებისა და მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მორგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყანაში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქციის მარაგების და ახალი საიმპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.


„ამ ეტაპზე, ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტიარ არის. უამინდობის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო ლარსის საბაჟო პუნქტიდან პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა. ჩვენაქტიურად ვმუშაობთ იმპორტიორებთან დადისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრებიდან პროდუქციის იმპორტის დროულ და შეუფერხებელ განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით კი, პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგების შევსება უწყვეტად მოხდეს და ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიების მიერ ალტერნატიული ბაზრების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ბაზრებიდან პროდუქციის შეუფერხებელი იმპორტის განხორციელებისთვის, სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არიან დაეხმარონ იმპორტიორებს შესაბამისი პროცედურული მიმართულებებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტული წინადადებების და მიღწეული შედეგების განხილვა სამუშაო შეხვედრების ფორმატში კვლავ გაგრძელდება.


სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.