გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

1-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.


დაზიანებულ გზაზე არსებული ორმოები და არარსებული სანიაღვრე არხი დაზიანების ხარისხს ზრდიდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. განსაკუთრებით კი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექმნებოდათ პრობლემები.


გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 160 320 ლარია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


პროექტის დასრულება 400 ბენეფიციარისთვის უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოხსნას.