გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება

1-04-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2022 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებიან.


საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია 14 აპრილის 18:00 საათამდე. 


მნიშვნელოვანია, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს  14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

 

გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.naec.ge) და ფეისბუკგვერდზე (https://www.facebook.com/www.naec.ge/ ) განთავსებულ ინფორმაციას.