გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდები დაინერგა

2-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.


ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ და ახლად დანერგილ კვლევის მეთოდებს გაეცნო.


სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლაბორატორიის სპეციალისტებს კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პირობებში შეუფერხებელი მუშაობისთვის და პანდემიის მართვაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება კი, რეგიონის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება; ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევებით მომსახურება.


ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ქუთაისის ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა და ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ.