გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი კალანდარიშვილმა შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

3-04-2022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.


„სანამ წინასწარ შედეგებს გაგაცნობთ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, ვინც  არ დაიშურა ძალისხმევა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე ყველა ჩართულ მხარეს - საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას, რომლის ჩართულობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები გამართულიყო.


უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. 


ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით მოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ.


შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლად გააცნობს საზოგადოებას. თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეების გამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულ საკანონმდებლო გადაწყვეტამდე.


სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომ ბათუმში შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები საზოგადოებასკენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში გავაცანით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვისაც და ნებისმიერი ჩართული მხარისთვისაც.


ახლა კი გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს:

ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

№5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  3 244 ხმა-  30.98%;

№41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-7225 ხმა - 69.01%;

რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

№34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ – 2634 ხმა- 6.95%;

№41ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიულისაქართველო“ - 34333 ხმა, 90.61%;

№59კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა დაგანვითარების პარტია“ - 923 ხმა, 2.43%” - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.