გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესება არ მოხდება

3-04-2022

პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც, მე ყოველთვის ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, მე მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ყველას მეტი პასუხისმგებლობა მართებს.


„ეს არის ძალიან ასე ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად ნათქვამი და მინდა, ჩემი ეს სიტყვა, განცხადება იყოს ძალიან მკაფიოდ გაგებული. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინას ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, თუ ეუთოს ფორმატები, ყველაგან მხარი დავუჭირეთ. ვიყავით თანაორგანიზატორები, ტანასპონსორები, თუ უბრალოდ მხარდამჭერები უკრაინის რეზოლუციების მიმართ და შევუერთდით ყველა პოლიტიკურ გზავნილს და რეაზოლუციას. ამით რა თქმა უნდა ჩვენმა სახელმწიფომ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელების მიმართ. რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკური სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან არ მოხდება და მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდი და პირადად მე ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული დღეს, ნუ დაგავიწყდებათ და მეტი პასუხისმგებლობით მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ. 20% ჩვენი ტერიტორიების არის ოკუპირებული და 30 წლის განმავლობაში ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ამ ომში სამწუხაროდ და საუბერდუროდ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი დაზარალდა და ათასობით, ათი ათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს, ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედაობა არ უნდა გამოვიჩინოთ,"- განაცხადა პრემიერმა.