ორშაბათი, აპრილი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს

4-04-2022

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ, რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები; საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია უახლოეს მომავალში გეგმავს.


დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 4000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 3 240 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.


„სარწყავი სეზონი ახლოვდება; ადგილზე ვეცნობით იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით ხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები. შიდა ქართლი აქტიურია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით; გამართული სამალიორაციო ინფრასტუქტურა კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერებს, გაზარდონ წარმოება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.


შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.