გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

5-04-2022

ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი თბილისში გაიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ტექნიკურ და საკანონმდებლო საკითხზე, მათ შორის, ეტიკეტირება, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების რეგულაციები, სერტიფიცირება, ინსპექტირება, საბაჟო პროცედურები, ღვინის დეგუსტაციის საფუძვლები, საერთაშორისო შეფასების სისტემები WSET/OIV, მარკეტინგული ინსტრუმენტები და სხვა ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს.


აღნიშნულ საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის.


პროფესიული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა გადასცა.


პროფესიული სასწავლო კურსი შპს „ღვინის ლაბორატორიისა" და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის" ორგანიზებითა და ჩართულობით გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი იგეგმება, რომლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი.