5-04-2022
პირველად მესტიაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ემ თი ეის (მთის ტრასების სააგენტო M.T.A) ორგანიზებით მოყვარულ მოთხილამურეებს შორის შეჯიბრი "ზურულდი 2022" ჩატარდა.
გიგანტურ სლალომში ტურნირი ზურულდის მთაზე გაიმართა და მაში 70-მდე მოყვარული მოთხილამურე მონაწილეობდა. ღონისძიებას 20-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
მესტიაში გამართული ტურნირის მიზანია სვანეთის ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია, სათხილამურო სპორტის ხელშეწყობა და შიდა ტურიზმის სტიმულირება.
ღონისძიების ფარგლებში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ღამით სრიალის შესაძლებლობა მიეცათ.
"ზურულდი 2022" მესტიაში ყოველწლიურად ჩატარდება და მოყვარულ მოთხილამურეებს უმასპინძლებს მთელი საქართველოდან.
ღონისძიების მხარდამჭერია მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, სპონსორები არიან: Coca-Cola, Sarajishvili, Askaneli, Room hotel, Gudauri lodge, Izipizi, Sairme, Msterlebi Resort, New Sairme.