« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
6-04-2022
შპს „საქართველოს მელიორაცია“, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოშვილში, დედაბერა-ნიგვზიანის დამშრობი მასივის საექსპლუატაციო ღონისძიებებს ახორციელებს.
ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.