გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიმდინარე წლის სამ თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 894 ფაქტი გამოავლინეს

6-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.



„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 316 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 83, შიდა ქართლში - 50, მცხეთა-მთიანეთში - 30, აჭარაში - 29, გურიაში - 12, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა.



რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა.



ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.