გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჩვენი სერიოზული გამოწვევა კლუბური ნარკომანიაა, რომლის ძირითადი წყარო ევროპაა

18-05-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს ძირითადი გამოწვევები ნარკოტიკების გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფონიჭალა, ნარკორეალიზება ინტერნეტის საშუალებით და ევროპიდან კლუბური ნარკომანიის ტრანზიტია.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„საქართველოში დღეს რეალურად არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული არხი, პირველი ეს გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, რეალურად საკმაოდ ეფექტურად ვმუშაობთ. ძირითადად მსხვილ კომპონენტზე ვმუშაობთ, მეორე ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გავრცელება და მესამე - კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი წყაროა და ტრანზიტი ხდება ევროპის ქვეყნებიდან“- განაცხადა გახარიამ.