გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისი სამაგალითო დამსაქმებელია საქართველოში

7-04-2022

ქალთა გაძლიერების კუთხით თიბისი სამაგალითო კომპანიაა საქართველოში. ეს ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად, 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.


შედეგები თიბისის  მიერ ავსტრიის განვითარების ბანკისთვის გაზიარებული დოკუმენტების და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ქალებისგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა. 


კვლევის მიხედვით, თიბისიშემუშავებული პოლიტიკით,თანამშრომლებისთვისთანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებითა და ორგანიზაციული კულტურითურთიერთდახმარებასა და პატივისცემაზე დამყარებულსამუშაო გარემოს ქმნის და ხელს უწყობს  ქალების გაძლიერებას.


კვლევაში აღნიშნულია, რომ თიბისიში მეგობრული სამუშაო გარემო გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისმამოძრავებელი ფაქტორია. ამასთანავე, ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად,რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კვლევა თიბისის მაგალითზე აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფას დადებითი გავლენა აქვს ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებზეც.


Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) ავსტრიის განვითარების ბანკია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს. ბანკი განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიანდაფინანსებასუზრუნველყოფს, რაც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. 2017 წელს OeEB-ის მიერ თიბისისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებული ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ170 ქალ მეწარმეს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ბანკს შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო ბიზნესების განვითარებისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.