7-04-2022
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობა წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.შ. სრულად ცნო დამნაშავედ წქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.შ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, თურქეთის მოქალაქემ „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით მათ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა. აღნიშნულმა პირებმა მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ბინადრობის ყალბი მოწმობები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-მილანის ავიარეისზე რეგისტრაციის დროს წარადგინეს, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადნენ.
სამართალდამცველებმა ი.შ. 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს არდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.