გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

7-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების ნაყოფიერ თანამშრომლობას.საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც, მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი წინაპირობაა რეგიონში განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის "მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის მონაწილეობას ითვალისწინებს.


პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სულეიმან სოილუმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულითადი მოკითხვა გადასცა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.