გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია ცაგარეიშვილი: კაკაფონია აქვთ ატეხილი, ოღონდ თავისი ქვეყანა დააზარალონ

7-04-2022

ისეთი კაკაფონია აქვთ ატეხილი, ოღონდ თავისი ქვეყანა დააზარალონ, დააკნინონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ავტორიტეტი, ყველაფერზე მიდიან აქაური ვაი ჟურნალისტები, ვაი პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსები უკრაინაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, გუშინ ღამე ერთმა ვაი ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რაღაც სამხედრო მანქანების კოლონა მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე.


„აღმოჩნდა, რომ თურმე ამ კოლონას დაახლოებით 10 დღის უკან გამოუვლია რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მანქანების მესაკუთრე სომხური კომპანია ყოფილა, რეგისტრირებული სომხეთში და რუსეთის ფედერაციიდან გადაჰყავდა სომხეთში ნახმარი რუსული სატვირთო მანქანები. ამ უმსგავსობაზე, სიცრუეზე და ფეიკ ინფორმაციის გავრცელებაზე ყოველთვის ვახდენთ შესაბამის რეაგირებას, სამწუხაროა, რომ ამან სისტემური ხასიათი შეიძინა, ყველაზე უფრო სამწუხაროა, რომ შენი მეგობარი ქვეყყნის მაღალჩინოსნები და მთავრობის მესვეურები არიან ჩართული ამ საქმეში“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.