გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

UNDP-ის რეგიონული დირექტორი: ირაკლი ღარიბაშვილს დავუდასტურე გაეროს განვითარების პროგრამის ერთგულება ქვეყნის მხარდაჭერის მიმართ

7-04-2022

გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მისი თქმით, პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით.


"დღეს მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის სიამოვნება, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ერთგულება ხელახლა დავუდასტურე ქვეყნის დახმარების მიმართ ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული განვითარება პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევების, კლიმატის ცვლილებისა და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე",- აცხადებს მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.