გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილმა არაბულ კომპანია MASDAR - ის დელეგაციასთან საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის პროექტები განიხილა

8-04-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პროექტების შემდგომი განვითარების საკითხების განსახილველადაა ჩამოსული.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის გასული წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით.


შეთანხმების ხელმოწერას წინ უღძოდა კომპანია „მასდარი"-ს ინვესტიციების და ბიზნეს განვითარების დირექტორის ვიზიტი საქართველოში სადაც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კომპანია "მასდარი" არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას" ერთ - ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს და არის გლობალური ლიდერი განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.