გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმები გააფორმა

8-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.


მემორანდუმები შპს „პსპ ფარმასთან“, სს „გეფასთან“, შპს „იმპექსფარმთან“ და შპს „ავერსი-ფარმასთან“ გაფორმდა და მიზნად ისახავს კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.


კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ მერიის სოციალური პროგრამის დახმარებით, მედიკამენტებს 5 სააფთიაქო ქსელში შეღავათიანი ტარიფებით შეიძენენ.


სააფთიაქო ქსელებთან მემორანდუმები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებმაც გააფორმეს.