გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: 9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს

8-04-2022

“დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით - იმ ზელენსკის, რომელიც "ჩამპალ ნარკომანად" საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ”- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი 9 აპრილს პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას, სადაც ოლექსი გონჩარენკო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.

 

“9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს - ეს ისე, სერიოზულად. ახლა კი - ძალიან სერიოზულად. დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის საკუთარ ქვეყანაში - უკრაინული ენის პრიორიტეტებისთვის. იმისთვის - რის წინააღმდეგ წლებია იბრძოდა გონჩარენკო.

 

დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის მცდელობას - კიევში დააბრუნოს სააკაშვილის "ბრწყინვალების ორდენის" კავალერი იანუკოვიჩი. ის იანუკოვიჩი - ვისი პარტიის აქტიური წევრი იყო გონჩარენკო. დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით - იმ ზელენსკის, რომელიც "ჩამპალ ნარკომანად" საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ...ერთი კითხვა მაქვს ამ სამარცხვინო პერფორმანსში მონაწილეობის მიღების მსურველებთან - არ გიტყდებათ???”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.