გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

9-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბერლინში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე FRUITLOGISTICA 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.


საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების:  შპს აგროლეინი, შპსლურჯი ველი, შპს გეოფრეში, შპს აგრითაჩიდა შპს ალფა მიერ წარმოებული პროდუქცია.


გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე კლასტერისა და სასწავლო- სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა.

„ეს არის შესაძლებლობა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის, მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამ მიმართულებით ქართული კომპანიების მხარდაჭერამომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.


FRUITLOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა დაწარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ პლატფორმას.გამოფენას, ყოველწლიურად 70,000 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 80 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,000-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.