გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია

9-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის წევრებმა 9 აპრილის  მემორიალი გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილი ჩვენი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ზუსტად 33 წლის წინ ჩვენმა თანამემამულეებმა გმირობისა და თავდადების ისტორიული მაგალითი გვაჩვენეს – საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე მდგომი ახალგაზრდები სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. სწორედ ამიტომ, ამ თარიღს დიდი ტრაგიზმითა და, ამავდროულად, უდიდესი სიამაყით აღვნიშნავთ.

 

1989 წლის 9 აპრილს ქართველებმა უარი თქვეს ტოტალიტარულ რეჟიმზე, აირჩიეს თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება უმთავრეს მიზნად დაისახეს. ეს პროცესი დღემდე შეუქცევადია და ჩვენი ქვეყანა მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს  ევროინტეგრაციისკენ სვლას.

 

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლისთვის!“.

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.