გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

9-04-2022

ქალაქ ახალციხეში, 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე (გელაშვილმა).


ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა,საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენესდა გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს. ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წიკითხა სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ, ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ კი ხალხური სიმღერები შეასრულა.


33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს,დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა.ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.