ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სისხლიანი გარჩევა თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე - დაჭრილია 18 წლის ახალგაზრდა

20-05-2018

თელავის ერთ-ერთ სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 18 წლის ბიჭს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ახალგაზრდებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.

დაჭრილი ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების განცხადებით, მისი მდგომაირობა მძიმეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიეო მოქმედებები მიმდინარეობს.

newposts